პუტინი ქურდია? - როგორ მოიპარა რუსეთის პრეზიდენტმა საჩემპიონო ბეჭედი

AutoSharing Option
"ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (NFL).

ბრწყინვალე ტომ ბრეიდისა და მთავარი მწვრთნელის, ბილ ბელიჩიკის მეთაურობით, გუნდმა XXI საუკუნის დასაწყისში სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო, აგრეთვე, ბევრი რეკორდი დაამყარა.

"პეტრიოტსში" მთავარი ადამიანი - კლუბის მფლობელი რობერტ კრაფტია. ასეა 1994 წლიდან. აშშ-ის სპორტისა და ბიზნესის სფეროში ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამიტომაც გასაკვირი არაფერია იმაში, რომ კრაფტს ბევრ ცნობილ ადამიანთან აქვს კავშირი, მათ შორის, პოლიტიკოსებთან.

2005 წელს, "ნიუ ინგლენდის" მორიგი ტრიუმფის შემდეგ, მისტერ კრაფტი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის
პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მაშინ პრესაში დაიწერა იმ სკანდალის შესახებ, რომელიც კლუბის მფლობელის საჩემპიონო ბეჭედს უკავშირდებოდა. გაზეთმა New York Post-მა თავად კრაფტის სიტყვებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინმა თითქოს ბეჭედი მოპარა "პეტრიოტსის" მფლობელს.

"გადავწყვიტე, ბეჭედი მეჩვენებინა რუსეთის პრეზიდენტისთვის. მან ხელში დაიჭირა ეს ძვირფასი ნივთი და თქვა: "ამ ბეჭდით კაცის მოკვლა შეიძლება". უნებლიეთ ხელი უკან გავწიე, პუტინმა კი ბეჭედი ჯიბეში ჩაიდო, რის შემდეგაც დაცვის სამი ბიჭი გარს შემოერტყა და ის წავიდა", - ყვებოდა მაშინ კრაფტი.

რუსეთის პრეზიდენტიც და "პეტრიოტსის" ბოსიც უარყოფდნენ მომხდარს. ამერიკელმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ უბრალოდ, ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა პუტინს მისი და რუსი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად.

თუმცა ინციდენტიდან რვა წლის შემდეგ ამერიკულმა პრესამ ისევ გაიხსენა ეს შემთხვევა და ისევ "ნიუ იორკ პოსტს" მოჰყავს რობერტ კრაფტის სიტყვები, რომლითაც ვიგებთ, რომ კლუბის მფლობელი აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისგან, ჯორჯ ბუში-უმცროსისგან იღებდა მითითებას - არ შეეწუხებინა პუტინი ამ საკითხთან დაკავშირებით.

"მე არ მინდოდა ბეჭდის მიცემა. მასთან ემოციური კავშირი მქონდა და მასზე ამოტვიფრული იყო ჩემი სახელი. მინდოდა, ეს ნივთი eBay-ს აუქციონზე მეხილა, მაგრამ ბუში მეუბნებოდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ინტერესებში იყო, რომ ამ ბეჭედს საჩუქრის სახე მიეღო", - განაცხადა კრაფტმა.

თავის მხრივ, კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უარყოფს ამ ინფორმაციას.

"მისტერ კრაფტი უცნაურ ამბებს ყვება. მე მასთან და პუტინთან ძალიან ახლოს ვიდექი და პირადად ვადევნებდი თვალს მომხდარს და გავიგონე, რომ მისტერ კრაფტმა ბეჭედი, როგორც
საჩუქარი, ისე გადასცა", - ამბობს პესკოვი CNN-თან კომენტარში.

როგორც პრესსამსახურის უფროსი ამბობს, კრაფტის საჩემპიონო ბეჭედი კრემლის მუზეუმში ინახება, ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტის სხვა ნივთები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ჯერ არ ყოფილა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პარლამენტში ნაცხროვისა და რესპუბლიკელების დეპუტატებმა ქვეყნისტვის ორი სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი კანონპროექტი ჩააგდეს! იმის მაგივრად, რომ ამ ბოროტებაზე ავიმაღლოთ ხმა, შეხედეთ ჩვენი ჟურნალისტები რა სისულელეებით არიან გართული! ვინ დაგავალა ასეთი კრეტინობის დაწერა ბიჭჭო!!!
Shoda
14:11 18-06-2013
0
შეახა როგორც გოიმს)) რომ აჩვენა აბა რა ეონა?
jimi
14:00 18-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული