ბალოტელის ექს-მეგობარი ნამდვილ მამაკაცს ეძებს

AutoSharing Option
იტალიელ მოდელ ბარბარა გუერას, რომელმაც სპორტულ სამყაროში სახელი იტალიის ნაკრების (იმ დროს ახალგაზრდული) თავდამსხმელთან მარიო ბალოტელისთან რომანით გაითქვა, ამჟამად ფეხბურთთან პროფესიული ურთიერთობაც აქვს. ეს მშვენიერი იტალიელი სენიორიტა იტალიის ლიგის ოფიცილური სახე გახდა. რაც შეეხებათ ფეხბურთელ ბიჭებს, როგორც ირკვევა, ბარბარას მათკენ გული დიდად აღარ მიუწევს.

"თანამედროვე მამაკაცები ძალიან შეიცვალნენ და შესაფერისის პოვნა ერთობ მიჭირს, - განუცხადა ჟურნალისტებს დაღონებულმა მოდელმა. - ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული ვრჩები. არადა, ძალიან მინდა ნამდვილ მამაკაცს შევხვდე. რაც არ უნდა იყოს, ძებნას მანამ არ შევწყვეტ, სანამ ასეთს არ
ვიპოვნი".
როგორც ჩანს მშვენიერი ბარბარას გაბედნიერება სხვებთან ერთად ბალოტელიმაც ვერ შეძლო.


მომზადებულია mediaset.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომეციტ კორდინატები .. მე მედზებს ეგ ქალი ესეიგი..:))))))
pshaveli
20:45 09-11-2010
0

სიახლეები პოპულარული