ირანელ მოცურავე ქალს რეკორდი "არაისლამური საცურაო კოსტიუმის" გამო არ ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
ირანელმა მოცურავე ელჰამ ასგარიმ განაცხადა, რომ ირანის სპორტის სამინისტრომ უარი უთხრა ცურვაში სარეკორდო შედეგის დაფიქსირებაზე, რის მიზეზადაც სპორტსმენის მიერ ისლამურ კანონებთან შეუსაბამო საცურაო კოსტიუმის გამოყენება დაასახელა.

32 წლის ასგარიმ 11 ივნისს კასპიის ზღვის 18 კმ-იანი მონაკვეთი 8 საათში გადაცურა. მოგვიანებით მოცურავემ ირანულ მედიას შესჩივლა, რომ ქვეყნის სპორტის მაღალჩინოსნები უარს ამბობენ მისი შედეგის ჩათვლაზე.

"ცურვა ქალთა პლაჟიდან დავიწყე. თანაც, ისლამური კანონების შესაბამისი, "დახურული" საცურაო კოსტიუმი მეცვა, როგორიც უწინ ქვეყნის საცურაო სახეობათა ფედერაციამ დაუშვა", - თქვა ნირწამხდარმა ელჰამმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ირანის საცურაო
სახეობათა ფედერაციაში კი ამბობენ, რომ ცურვას არ დასწრებიან ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებდნენ შედეგს და თან, "ღია წყალზე ცურვა ეწინააღმდეგება წესებს, რომელიც ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაადგინა".

ირანის კონსტიტუციის თანახმად, მიუხედავად ეროვნულობისა და მრწამსისა, ირანში ყველა ქალი ვალდებულია, საზოგადოებრივ ადგილებში თავდახურული წარსდგეს; ამასთან, სხეული ტანსაცმლით უნდა ჰქონდეს მთლიანად დაფარული.

და კიდევ, ქალებს ირანში ეკრძალებათ იმ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება, რომლებშიც მამაკაცები მონაწილეობენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი! რა სპორტის განვითარებაზე შეიძლება ასეთ პირობებში საუბარი!
0
ასე ცჰაცმულ დახურული ცურვა?რა უბედურებაა
ელისო
09:02 06-07-2013
0

სიახლეები პოპულარული