დღის სუპერგოგონა: ბალახის ჰოკეის სექს-ბომბა

AutoSharing Option
ვერ ვიტყვით, რომ ჰოკეი, თანაც ბალახის, საქართველოში პოპულარულ სპორტის სახეობებს მიეკუთვნება, თუმცა ამ ლამაზმანის წარმოდგენით, ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში ამ სახეობის განვითარებაში თუნდაც მოკრძალებულ წვლილს მაინც შევიტანთ...

რა თქმა უნდა, ვიხუმრეთ. რაც შეეხება რუბრიკა "დღის სუპერგოგონას" დღევანდელ სტუმარს, ის არც მეტი, არც ნაკლები - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ფატიმა მორეირა დე მელოა.

დიახ, თქვენ წინაშეა ბალახის ჰოკეის მსოფლიო ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიის ნაკრების ფორმა ასზე მეტჯერ მოურგია. ეროვნულ გუნდში ფატიმა 1997 წლიდან გამოდის - 2000 წელს სიდნეიში ოლიმპიურ ბრინჯაოს დაეუფლა, 2004 წელს
ათენში - ვერცხლს, 2008 წელს პეკინის თამაშებზე კი სულაც ჩემპიონი გახდა.

მშვენიერ ფატიმას, ბალახის ჰოკეის გარდა, სხვა გატაცებებიც აქვს. მაგალითად, ძალიან უყვარს პოკერი. არცთუ იშვიათად ის სპორტულ არხებზე ტელეწამყვანისა და კომენტატორის როლს ითავსებს, ზოგჯერ კი ჟურნალებისთვის პოზიორობს, რითაც ვფიქრობთ, არანაკლებ ახარებს თავის გულშემატკივრებს, ვიდრე სპორტული შედეგებით.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლანდია და ფატიმა.აი ოსის ქალი ფატიმა სადამდე წასულა.
jambulat
20:07 09-07-2013
0
ფატიმა არის პროფესიონალი პოკერის მოტამასჰე,რომელიც ზალიან ხსჰირად გამოდის ტურებზე....
rezo
16:36 10-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული