რა თქმა უნდა, ვიხუმრეთ. რაც შეეხება რუბრიკა "დღის სუპერგოგონას" დღევანდელ სტუმარს, ის არც მეტი, არც ნაკლები - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ფატიმა მორეირა დე მელოა.
დიახ, თქვენ წინაშეა ბალახის ჰოკეის მსოფლიო ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლანდიის ნაკრების ფორმა ასზე მეტჯერ მოურგია. ეროვნულ გუნდში ფატიმა 1997 წლიდან გამოდის - 2000 წელს სიდნეიში ოლიმპიურ ბრინჯაოს დაეუფლა, 2004 წელს
მშვენიერ ფატიმას, ბალახის ჰოკეის გარდა, სხვა გატაცებებიც აქვს. მაგალითად, ძალიან უყვარს პოკერი. არცთუ იშვიათად ის სპორტულ არხებზე ტელეწამყვანისა და კომენტატორის როლს ითავსებს, ზოგჯერ კი ჟურნალებისთვის პოზიორობს, რითაც ვფიქრობთ, არანაკლებ ახარებს თავის გულშემატკივრებს, ვიდრე სპორტული შედეგებით.