TimeLine: ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია

AutoSharing Option
2 ივლისი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე იყო.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით რუსულ და ამერიკულ ინტერნეტპორტალებზე გაჩნდა არაერთი მილოცვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომენტატორთა ფრთიან ფრაზებზე.

გთავაზობთ რუსი და ამერიკელი ჟურნალისტების ცოტა, ხოლო ქართველების უამრავ საინტერესო გამონათქვამს. ისიც მისახვედრია, რომ სტატია არა დაცინვის, არამედ ხალისიანი განწყობის შესაქმნელადაა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ნათქვამია, მთავარია, რომ სატელევიზიო სივრცეში დაფიქსირდა და შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

ფორმაში შესასვლელად ჯერ რუსებს მოვუსმინოთ,

შემდეგ ამერიკელებს და...

რუსეთი
* ხული ლოპესი კარში ურტყამს... ხული მისი სახელია.
* ვარლამოვს მაისურზე
3 ნომერი აწერია, შორტზე - 9. ეს ალბათ ზომასთან არ არის დაკავშირებული.
* ეს კუმანია. ალბათ იცანით მისი ხუჭუჭა ფეხები.
* ფეხბურთელებისთვის, ვისაც შვილი არ ჰყავს, რეკომენდებული არ არის კედელში ჩადგომა, როცა საჯარიმოს რობერტო კარლოსი ურტყამს.
* პასი კარგი იყო, მაგრამ მოედანია მოკლე.
* არბიტრმა შარვლიდან გაძევება ამოიღო.
* მსაჯი ლამაზ პოზაშია. ეტყობა, ფეხბურთამდე ბალეტს ცეკვავდა.
*
იმედი დავიტოვოთ, რომ ნედვედი კარგადაა. იგი ფეხებით წინ მოჰყავთ.
* დინამოელები დღეს ტრადიციული ლურჯი შორტების გარეშე თამაშობენ.
* სატურნელებმა კარი თითქოს სკოჩით ამოქოლეს.
* ოი, ოი, ოი! - მეთანხმებით?
* ფიგურული ციგურაობა ხელოვნებაა. ეს ფეხბურთიც კი არ არის.
* დაცვა ორივე ფეხით კოჭლობდა, ფაქტობრივად, ფეხზე ვერ დგებოდა.
* ფეხბურთის თამაშს ურჩევნიათ წავიდნენ, ბოთლები ჩააბარონ.
* ფეხბურთელებისთვის იოლია მოედანზე სირბილი. აბა, სცადე და მათი მოქმედება გონივრულად გააანალიზე.

აშშ
* კრივში ხშირია ტრავმები, სიკვდილიც კი. თუმცა ეს არ არის სერიოზული...
* როცა ის დრიბლინგით წინ მიიწევს, მოწინააღმდეგეს არ მოსწონს. ეს მეტოქეთა სახეებიდანაც ჩანს.
* ჯულიან დიქსი ყველგანაა. შეხედეთ, მოედანზე თერთმეტი დიქსი დარბის.
* ჩოგბურთელ ენდი მარეის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მისი ცოლის ქმედებაშია: თამაშის წინ იღებს მეუღლის ბურთებს და ყველას კოცნის. ოოო... ეს რა ვთქვი!

საქართველო
* რამხელა გამორბენს აკეთებს ბლანკო, გზაში არ დაიღალოს, კაცო...
* კარაგუნისი მე საერთოდ მკვდარი მეგონა და თურმე საბერძნეთში თამაშობს, კაპიტანი ყოფილა ნაკრების.
* ფაბიო კანავარო არაბეთში ორი კაპიკის საშოვნელად წავიდა.
* გაშვებული გოლის შემდეგ "ლივერპული" დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, რომელსაც მანამდეც ფლობდა მეტ-ნაკლები უპირატესობით.
* შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს "ბარსელონას" ტერიტორიული უპირატესობა.
* აფერუმ შენს ვაჟკაცობას, კიუიტო!
* ჯოვანი დოს სანტოსი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ არის ცალფეხა.
* ზუსტად ვიცი, ახლა მსაჯი რას ეუბნება ფლეტჩერს, - რა ჩემი ბრალია, ყვითელი რომ მიიღე, არ მოგექაჩა მაისურზე და არ მიიღებდიო"!
* …არშავინმა 3 გოლი გაიტანა და თავი კაცი ჰგონია. არშავინისნაირი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირში კილო მანეთი ღირდა.
* ლივერპულელთა სამწუხაროდ, კუიტი ცალფეხათა კატეგორიას განეკუთვნება.
* ლამი და კოული ერთნაირი კომპლექტაციის და კონფიგურაციის ფეხბურთელები არიან.
* გერმანელი ფეხბურთელები თამაშის წესების დარღვევას სიგნალიზირებენ.
* ადებაიორმა ბურთის მიმართ აგდებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა.
* მანჩესტერმა სრულიად "ბოლტონი" აღგავა პირისაგან მიწისა!
* როცა "ევერტონი" გოლს არ უშვებს, იგი პრაქტიკულად არ აგებს.
* "ლივერპულის" შეძენა გადაწყვეტილი აქვს მავან შეიხს, რომელსაც გრძელი სახელი და გვარი აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. არცაა სავალდებულო, ყველას პირზე ეკეროს მისი სახელი.
* შეგახსენებთ: ამ მატჩის დასრულებისთანავე თქვენ გელით ვაკაჭი.
* გაუგებარია, ისეთი დონის გუნდს, როგორიც "რეალია", რატომ ჰყავს დაცვის ცენტრში ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორებიცაა ივან კამპო და ფერნანდო სანსი. გასაგებია, რომ ეს უკანასკნელი კლუბის პრეზიდენტის შვილია, მაგრამ ივან კამპო ხომ არავის შვილი არაა?!
* მოდი, შევთანხმდეთ, რომ "ასტონ ვილა" არის გუნდი.
* წყევლა და კრულვა ალდაირს!
* ჰესკი უკნიდანაც კარგად იბრძოლებს!
* მარსელო ბიელსას თამაშის ცქერის საკუთარი მანერა აქვს.
* ფერდინანდმა ან ძალიან კარგად ითამაშა, ან ძალიან ცუდად. გამეორებაზე გამოჩნდება, თავისთავად ცხადია.
* სიტუაცია ითხოვდა, ძანეტი ბურთს გამოსთხოვებოდა.
* როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდის ხოლმე.
* ასეთი მანძილიდან ბურთის აცილება რეკომენდირებული არ არის.
* როგორც მოგეხსენებათ, დელ ბოსკეს 2012 წელს ვადა გასდის.
* როგორც ჩანს, შეცვლები არ ჩანს.
* კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ არაერთ გოლს გაიტანს.
* ძალიან საინტერესოა, რომ ის ხუთი მცველი, რომლებიც შემადგენლობაში იყვნენ, ხუთივე დაცვაში თამაშობს.
* თამაშის პენალტებამდე მიყვანა და გარისკვა - ესეც გარკვეული რისკია, მაგრამ ესეც ჩვეულებრივია.
* მსაჯმა დააფიქსირა თამაშის წესის დარღვევა იმ ადგილას, სადაც დაირღვა თამაშის წესი.
* პირლოს და ინძაგის ერთად თამაში არ შეიძლება. შესაბამისად, ინძაგი გამოდის მოედანზე პატუს მაგივრად.
* მიყვარს ისეთი ოპტიმისტი ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ არ იციან, რა მოხდება მომავალში!
* საგრძნობლად გამოცდილი ალექს ფერგიუსონი.
* ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კანავაროს პოტენციის შესახებ.
* ზემოთ, ცოტა მარცხნივ, პირველი არხის ლოგოსთან ზის ფაბიო კაპელო.
* რევიშვილმა ბურთი არა მარტო მოიგერია, ხელში დაიჭირა კიდეც!
* ანგარიში ოდნავ გათანაბრდა.
* იტალიელები უნდა გამოფხიზლდნენ. მათ აქვთ ამის პოტენციალი.
* ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს!
* პინტო, ეტყობა, ცოტა ვერაა გაწონასწორებული ფსიქიკურად – სკამიდან წითელი მიიღო და მოედანზე რომ ყოფილიყო, რას იზამდა!
* როცა მესი არ თამაშობს, "ბარსელონას" რაღაც აკლია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს რაღაც სწორედ მესია.
* კოლოჩინი კუთხურს აწოდებს. აი, მიდის ალამთან, მივიდა თითქმის, უი, არა - საჯარიმოში ჩასულა.
* ბერძნები ყველანაირად ცდილობენ პირველი ტაიმის დამთავრებას.
* "ინტერი" მიჩვეულია ისეთ დიდ გუნდებთან თამაშს, როგორიცაა "ბოლონია" და "ატალანტა".
* ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი... უკაცრავად – ოხშივარი.
* გრონკიაერმა ისე შეაშინა "რომა", რომ ერთხელ გოლიც კი გაუტანა.
* მთელი ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ მთელ გერმანიაში, თუმცა "დორტმუნდში" სამასამდე პოლონელი დააპატიმრეს.
* ფარერელების დიალექტი ჩამოყალიბდა დიდი ხნის წინ.
* მე შეგნებულად არ გეუბნებით "ინტერი"-"სპორტინგის" მატჩის ანგარიშს, რადგან ამ თამაშს მოგვიანებით იხილავთ ჩვენს ეთერში. და აი, "ინტერმა" გაუტანა "სპორტ"... უკაცრავად, წამომცდა.
* დიდა ბურთს მშვიდად დაეუფლა, ზედმეტად მშვიდადაც კი.
* ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის მე-4 წუთი.
* მოედანზე კარაგერის ნაცვლად შემოდის ედი მერფი. უკაცრავად, დენი მერფი.
* ჯერარდის ძლიერი დარტყმა. ეს მისი პირველი დარტყმა იყო. ეხლა შევამოწმებ: არა, ეს მისი მეოთხე დარტყმა ყოფილა.
* ნუ, ეხლა "ლივერპული" ბურთს აგორავებს და ამაზეა ნათქვამი, ძალა აღმართს ხნავსო.
* სამწუხაროდ, რობენს ჩვენ დღეს ვერ ვიხილავთ - მას წინა კიდურების ტრავმა აქვს.
* "ჩელსის" კარში ბურთი, ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად გავიდა.
* კარი რომ ცოტა გვერდზე ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბევრი გამოგრჩათ..

"მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი." - ეს კლასიკაა.

გიორგი
03:27 22-07-2013
0
სიგნალიზირებენ :)))))))))))))) ცნობილაძე სულ სხვაა:)))))))))))
guri
21:59 15-07-2013
0

სიახლეები პოპულარული