როდესაც მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, ექიმებმა სიცოცხლის დარჩენილი დღეები მაქსიმუმ ერთი თვით განუსაზღვრეს.
მარკის ბოლო სურვილი იყო, საყვარელი გუნდის ვარჯიშს უკანასკნელად დასწრებოდა. 26 ივნისს მას ეს სურვილი შეუსრულდა, თანაც ისე, რომ მარკმა იგრძნო, ტყუილად არ უცხოვრია...
როტერდამის "დე კუიპის" სტადიონზე "ჟღალი მარკის" პატივსაცემად 6 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა.
გაუშვეს ფოიერვერკები და მარკისთვის თანადგომის გამოსახატად, ყველამ ერთად იმღერა You will never walk alone.
კლუბის ყველაზე ერთგულმა გულშემატკივარმა საჩუქრად ახალი დიზაინით შეკერილი
მარკი საკაცით მიიყვანეს მოედანზე, თუმცა მან ტკივილებს სძლია, წამოდგა და აცრემლებულმა შემოიარა მთელი სტადიონი.
"ახლა არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ, რადგან სიცოცხლის ბოლო საათებს ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვატარებ" - თქვა მარკმა.
სამი დღის შემდეგ "ჟღალი მარკი" გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის წინ მიხვდა, რომ იცხოვრა საზოგადოებაში, სადაც მის მიზანს და იდეას აფასებდნენ.
მინდა მჯეროდეს