ლატვიელი ჩირლიდერები "პლეიბოისთვის" გაშიშვლდნენ [ფოტოგალერეა]

AutoSharing Option
ლატვიური საკალათბურთო კლუბ "ვენტსპილსის" ჩირლიდერმა გოგონებმა მოედანზე ცეკვა-თამაშით გული რომ იჯერეს, შესაძლებლობების წარმოჩენა ჟურნალ "პლეიბოის" ფურცლებზეც მოინდომეს და მიზანს მიაღწიეს კიდეც.

გოგონებმა ფოტოკამერის წინ ეროტიკულ-სპორტული სცენები გაითამაშეს და ამით ალბათ არამხოლოდ კალათბურთის გულშემატკივრებს გაუხარეს გულები.

თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა კატრინა სვიკემ, ბეატე ნენსბერგმა, ანიტა ლაპინამ და ელინა ბილინამ მიიღეს.

რაც შეეხება საკალათბურთო კლუბ "ვენტსპილსს", ის ამავე სახელწოდების ქალაქში 1994 წელს დაარსდა და მას შემდეგ რვაჯერ გახდა ლატვიის ჩემპიონი. ამ წარმატებაში თავიანთი წვლილი მხარდამჭერ გოგონებსაც რომ აქვთ, მათი სურათების ნახვის შემდეგაც დარწმუნდებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული