9 თვის ფეხმძიმე შტანგითა და ჰანტელებით ვარჯიშობს

AutoSharing Option
35 წლის ლოსანჯელესელი ბოდიბილდერი, ლეა-ანა ელისონი 9 თვის ფეხმძიმეა და სპორტდარბაზში ვარჯიშს აქტიურად განაგრძობს.

ფეხმძიმე ანა ისეთი სიმძიმის შტანგებსა და ჰანტელებს სწევს, რომ ზოგიერთი მამაკაცი ასეთი ტვირთის დაძლევაზე ვერც კი იოცნებებს.

ლეა-ანა ელისონმა ფოტოგალერეა "ფეისბუქში" განათავსა. მომხმარებლების დიდი ნაწილი ქალის საქციელს გმობს. მათ შორის რამდენიმე კომენტარი გინეკოლოგებმაც დადეს.

ექიმების თქმით, ნაყოფისთვის მსგავსი დატვირთვა საშიშია.

Sportall.Ge"დიდი იმედი მაქვს, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ფეხმძიმეები ანას არ მიბაძავენ და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიან", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

თუმცა ფეხმძიმე თავს კარგად
გრძნობს და ამბობს, რომ სპორტდარბაზში ვარჯიში მისთვისაც და პატარასთვისაც ძალიან სასარგებლოა. ელისონისთვის ეს მესამე შვილია - მას 12 წლის ქალიშვილი და 8 წლის ვაჟი ჰყავს.

წყარო: www.ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული