ჯიუტად ახლაც მჯერა, რომ "აიაქსის" კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
სექტემბერში ქართველებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ მსაჯობის უსამართლობა, რაც ჯგუფში ჩარჩენად დაგვიჯდა - სლოვენიასთან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მატჩის შემდეგ იქაური გულშემატკივრებიც გვამშვიდებდნენ, მსაჯებმა დიდი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ახლა რაღას შეცვლითო.
დასანანი სწორედ ის არის, რომ არბიტრის ფატალური შეცდომის მერე არაფერი იცვლება. არ არსებობს ბერკეტი ს
ამ სტატიის დაწერითაც არაფერი იცვლება, თუმცა მაინც გვინდა გავიხსენოთ: ათადან და ბაბადან ასე იყო...
ინტერნეტში მსაჯების შეცდომების ძიებისას ქართულ გვარსაც გადავაწყდი. გამოცემა "ლიბეროში" მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებული 10 ყველაზე ხმაურიანი შეცდომაა ჩამოთვლილი. დაჩაგრულთა შორისაა რამაზ შენგელიაც.
1966. ინგლისი-გერმანია
1970. ბარსელონა-რეალი
6 ივნისს არბიტრმა ემილიო გურუჩეტამ 59-ე წუთზე რეალელი ველასკესის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დანიშნა, არადა, წესები აშკარად საჯარიმოს გარეთ დაირღვა. "ბარსელონას" კაპიტანი ელიადო მსაჯს მიეჭრა და მიაძახა: "მადრიდისტა, ნამუსი არა გაქვს!" ამას მოედანზე დიდი არეულობა მოჰყვა.1982. ბრაზილია-სსრკ
ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია ლეგენდარული შემადგენლობით ჩავიდა: სოკრატესი, ზიკო, ფალკაო... საბჭოთა კავშირის გუნდშიც იყვნენ ვარსკვლავები: ბლოხინი, ბალტაჩა, დასაევი... მეკარე პერესის შეცდომის შემდეგ საბჭოელები 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ სამხრეთამერიკელებმა ორი გაიტანეს. მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მსაჯ ლამო კასტილოს მოქმედება იყო: რამაზ შენგელია ბრაზილიელთა საჯარიმოში ბურთიანად შევიდა, მაგრამ მცველმა წესების დარღვევით დარტყმის უფლება არ მისცა. მსაჯმა არ ჩასტვინა, ბრაზილიას პენალტი ააცილა.
1986. არგენტინა-ინგლისი
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დიეგო მარადონამ ინგლისის წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა, ორივე შედევრი - ერთი საფეხბურთო, მეორე სახელბურთო. პირველი გოლი მან ხელით შეაგდო, მეორე - ეფექტური დრიბლინგის შედეგად, ფეხით. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს.1985. იტალია-ესპანეთი
იტალიელმა მაურო ტასოტიმ ესპანელ ლუის ენრიკეს იდაყვი უთავაზა. მსაჯ შანდორ პულს ეს ეპიზოდი გამოეპარა, არადა, საჯარიმოში მოხდა და პენალტიც უნდა დაენიშნა. იტალიამ 2:1 მოიგო.
2002. ესპანეთი-სამხრეთი კორეა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ეგვიპტელმა არბიტრმა ალ-გჰანდურმა ესპანელებს ორი დამსახურებული გოლი არ ჩაუთვალა და ანტონიო კამაჩოს გუნდი მუნდიალს მიღმა დატოვა. კორეელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.2005. მარსელი-დინამო (ბუქარესტი)
უეფას თასზე რუმინელები შეხვედრის ბოლო წამებზე 1:2-ს აგებდნენ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლი სჭირდებოდათ. ფრანგმა მეკარე ფაბიენ ბარტეზმა უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი დინამოელს მიუვიდა, კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ მსაჯმა თამაში სწორედ მაშინ დაამთავრა, ბურთი კარისკენ რომ "მიემართებოდა" და გოლი არ ჩაითვალა.2006. იტალია-ავსტრალია
მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას მეოთხედფინალში ძალიან გაუჭირდა ავსტრალიის დამარცხება. ბოლო წამებზე მათთვის მსაჯმა პენალტი გაიმეტა. 11-მეტრიანი ფრანჩესკო ტოტიმ გოლად აქცია.2009. საფრანგეთი-ირლანდია
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფიდან ფრანგებმა ირლანდიელები ტიერი ანრის გოლის წყალობით გამოთიშეს. ტიერიმ კარში დარტყმის წინ ბურთი ხელით გაისწორა.2010. გერმანია-ინგლისი
თითქოს მსაჯებმა გერმანელებს 1966 წელს დაკარგული დაუბრუნესო: ალემანები 2:1-ს იგებდნენ, როცა ფრენკ ლემპარდის დარტყმული ხარიხიდან ასხლეტით კარის ხაზს შიგნით დაეცა. მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. იმ მატჩში გერმანიამ 4:1 იმარჯვა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"