მსოფლიო რეკორდი რიყეზე: 19 წლის მორაგბემ სამი ავტომობილი კბილებით გასწია [VIDEO]

AutoSharing Option
ჟურნალ "აუტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ შოუზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჟურნალმა "აუტო ბილდმა" მეტეხის ხიდზე რეტრო და თანამედროვე მანქანების გამოფენა მოაწყო.

გარდა ამისა, ჩატარდა მოტო და ავტო დრიფტინგი, რომლის დასრულების შემდეგ, 19 წლის მორაგბე გურამ უსტიაშვილმა მსოფლიო რეკორდი

დაამყარა. კერძოდ, სამი რეტროავტომობილი ერთმანეთს ბაგირებით გადააბა და კბილებით 4 მეტრსა და 37 სანტიმეტრზე გასწია.

ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ფოტოზე და ვიდეოკამერით ასახეს გურამ უსტიაშვილის რეკორდი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა, ვიდეო და
ფოტომასალა გადაიგზავნება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქიდან მიიღებენ პასუხს იმის შესახებ, რომ გურამ უსტიაშვილი პირველია მსოფლიოში, რომელმაც სამი ავტომობილი კბილებით გასწია.

"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დუქნი ლომებიიიიიიიიიიი!! ჭალი მგლებიიიიიიიიიიიიიიიი
zvadi
22:37 05-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული