შეჯიბრება კალიფორნიის ქალაქ სანტა კრუსში იმართებოდა.
ბრიტანული გაზეთის, "დეილი მეილის" ფოტოგრაფი ალენ ჰიუზი მონაწილეთა საერთო ჯგუფს აკვირდებოდა, როცა მოულოდნელად კლდეზე ერთ-ერთი სერფინგისტი შეამჩნია, რომელმაც სტარტზე დააგვიანა.
როგორც კი ჰიუზმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა, სერფინგისტმა ათმეტრიანი კლდიდან გადახტომა გადაწყვიტა, რათა ფეხით დაშვებისას დრო არ დაეკარგა და სხვა მონაწილეებისთვის მიესწრო.
"მან ყველაფერი შესანიშნავად გათვალა. ყველა აკვირდებოდა სერფინგისტების ზღვაზე გამოსვლას, მე კი კლდეზე ეს ბიჭი შევამჩნიე. ის გამოქანდა და ტალღა ზუსტად დაიჭირა", - განაცხადა ჰიუზმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: ენდი მარეის ზურგი "გაურემონტეს"