კომპანია Red Bull-ის სპორტისა და ღონისძიებათა მენეჯერმა ბექა გოლეთიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Wings For Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.
4 მაისს საქართველოს დროით 13:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად ჩაერთვება მარათონში.
ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს
არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა.
ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს).
როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრებას.
"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+).
საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა - 3000-5000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი.
მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება.
ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings For Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.
საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.
მონაწილეებს შორის იქნებიან: ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები სებასტიან ფეტელი, დავიდ ქულთარდი, მოთხილამურე ლუკ ალფანდი, ტრიატლონელი ლარს ჰერემანსი, მორბენალი საბრინა მოკენჰაუპტი და სხვა ცნობილი სპორტსმენები - Wings For Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები მთელი მსოფლიოდან.
საქართველოდან ელჩები იქნებიან ვეტერანი მძლეოსანი მაია აზარაშვილი, მორაგბეები ირაკლი აბუსერიძე, ირალი მაჩხანელი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე...
ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings For Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
მონაწილეობის საფასურია 20 ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsForLife.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"