მოსკოვის სპარტაკის მეკარემ, კანადელმა ჯეფ გლასმა თავის ჩაფხუტზე საბჭოთა მთავარსარდლის ვასილი ჩაპაევის, მულტფილის გმირის - ფოსტალიონ პეჩკინის და სხვა ცნობილი ულვაშიანი მამაკაცების სურათები განათავსა.
გლასი ახალი ჩაფხუტით ერთი თვე ითამაშებს - აქცია Movember-ის (ინგლისური სიტვებიდან: "November" - "ნოემბერი" და "moustache" - "ულვაში") ეგიდით, რომელიც ეძღვნება მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლას.