რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა წარმოადგინეს სპორტის იმ სახეობების პიქტოგრამები, რომლებიც ოლიმპიადის პროგრამაში იქნება შეტანილი.
პიქტოგრამებზე მუშაობა გასული წლის ივლისში დაიწყო და 16 თვე გაგრძელდა, მათ შორის, 5 თვე დასჭირდა საერთაშორისო ფედერაციებთან შეთანხმებას. სულ დამზადდა 64 პიქტორგამა - 41 ოლიმპიური და 23 პარალიმპიური.