გედევანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ტოტალიზატორებში წააგო 200 მილიონ ლარზე მეტი, მისივე თქმით, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევებიც, როგორებიცაა
მისივე თქმით, ხშირად ტოტალიზატორში წაგებული თანხების ამოღება გადადიოდა ქუჩურ გარჩევებში, რომელშიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, სამსახური აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობას კვლავ აგრძლეებს. გედევანიშვილის განცხადებით, ტოტალიზატორების მფლობელებს, რომლებსაც დარღვევები აღმოუჩინეს, დაუწესდებათ ჯარიმები და გარდა ამისა, მოუწევთ დავალიანებების დაფარვა. მათგან, იმ ნაწილს, რომელსაც 25000 ლარზე მეტი აქვს დავალიანება, ამ თანხის დაფარვა 45 დღეში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ 136 ტოტალიზატორზე, ჯარიმების სახით გადანაწილდება 53 მილიონი ლარი, თითოეულ მათგანს ჯარიმის გადახდა იმის მიხედვით დაეკისრება, თუ რა რაოდენობის გადასახადი ჰქონდათ მათ დამალული და რა სახის დარღვევები იყო მათ დაწესებულებაში აღმოჩენილი.