ფეხბურთელს, რომელიც მსაჯს მოკვლით დაემუქრა, ციხე მიუსაჯეს

AutoSharing Option
ბრიტანული გაზეთის თჰე Dაილყ Mაილ-ის ცნობით, ინგლისელ ფეხბურთელ ჯოზეფ რიმერს, რომელიც მსაჯს მოკვლით ემუქრებოდა, სასამართლომ 24-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უჩვეულო და ცოტა არ იყოს, სასაცილო ინციდენტი 2010 წელს, ინგლისის ერთერთ სამოყვარულო ლიგაში მოხდა. შეხვედრის არბიტრმა დევიდ ჰარკნესმა 28 წლის რიმერზე წესების დარღვევა დააფიქსირა და საჯარიმო დანიშნა. ამით აღშფოთებულმა ფეხურთელმა მსაჯს შეუკურთხა, რისთვისაც არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.

მთავარი ამის შემდეგ დაიწყო. მოედნიდან გაძევებული რიმერი თავის ღანგე ღოვერ-ს მოაჯდა და დიდი სისწრაფით მინდორზე შეიჭრა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტომობილზე ამხედრებულმა გაავებულმა ფეხბურთელმა მოედანს ორი
წრე დაარტყა, რის შემდეგაც ჯიპიდან გადმოვიდა, თითებით პისტოლეტის იმიტაცია გააკათა, მსაჯს მიუშვირა და მოკვლით დაემუქრა. შეშინებულმა მოთამაშეებმა და მაყურებლებმა თავს გაქცევითღა უშველეს.

იმ "მატჩის გმირი" რიმერი ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული