როგორც შეიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეიკსა და გამოცემას შორის ფოტოების რედაქტირების შესახებ შეთანხმება არ დადებულა. ზოგიერთი ინფორმაციით, რონალდოს შეყვარებული ესპანური გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოსი სარჩელის შეტანას აპირებს.
ესპანური GQ -ს ახალი ნომერი უკვე იყიდება. ჟურნალის ყდაზე შეიკი შავ თეთრეულშია გამოსახული, მისი მონაწილეობით ფოტოსესია კი ყდაზეა დააანონსებული, სადაც მოდელი ”მსოფლიოში ყველაზე საოცარ ქმნილებადაა” სახელდებული. პირველ სვეტში განთავსებულია ფრაზა, რომელიც შეიკის ფოტოების
გამოცემის თანამშრომლები, სადაც ირინა შეიკის დამუშავებული ფოტოები გამოქვეყნდა, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
მსგავსი ისტორია ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელ მოდელ ლარა სტოუნსაც გადახდა. მან ჟურნალ Playboy-ს უჩივლა, რომელმაც მისი ფოტოები ერთერთ ნომერში უნებართვოდ გამოაქვეყნა. სტოუნმა განაცხადა, რომ მართლაც გადაიღო შიშველი ფოტოები, თუმცა გამოცემისთვის მათი გამოქვეყნების უფლება არ მიუცია. საბოლოოდ ჰოლანდიელმა მოდელმა Playboy-სთვის კომპენსაცია გადაახდევინა.