GQ-მ რონალდოს საცოლე გააშიშვლა [+VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდოს მეგობარმა გოგონამ, მოდელმა ირინა შეიკმა მამაკაცთა ჟურნალი GQ მისი ფოტოების გაყალბებაში დაადანაშაულა. ირინას თქმით, იმ ფოტოებში, სადაც ის სინამდვილეში ტრუსისამარა იყო გადაღებული, ჟურნალის მესვეურებმა ფოტორედაქტორის გამოყენებით "გააშიშვლეს".

როგორც შეიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეიკსა და გამოცემას შორის ფოტოების რედაქტირების შესახებ შეთანხმება არ დადებულა. ზოგიერთი ინფორმაციით, რონალდოს შეყვარებული ესპანური გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოსი სარჩელის შეტანას აპირებს.

ესპანური GQ -ს ახალი ნომერი უკვე იყიდება. ჟურნალის ყდაზე შეიკი შავ თეთრეულშია გამოსახული, მისი მონაწილეობით ფოტოსესია კი ყდაზეა დააანონსებული, სადაც მოდელი ”მსოფლიოში ყველაზე საოცარ ქმნილებადაა” სახელდებული. პირველ სვეტში განთავსებულია ფრაზა, რომელიც შეიკის ფოტოების
ინტიმურ ხასიათზე მიუთითებს: ”გსურს რონალდოს შიშველი საცოლე იხილო”?

გამოცემის თანამშრომლები, სადაც ირინა შეიკის დამუშავებული ფოტოები გამოქვეყნდა, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი ისტორია ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელ მოდელ ლარა სტოუნსაც გადახდა. მან ჟურნალ  Playboy-ს უჩივლა, რომელმაც მისი ფოტოები ერთერთ ნომერში უნებართვოდ გამოაქვეყნა. სტოუნმა განაცხადა, რომ მართლაც გადაიღო შიშველი ფოტოები, თუმცა გამოცემისთვის მათი გამოქვეყნების უფლება არ მიუცია. საბოლოოდ ჰოლანდიელმა მოდელმა Playboy-სთვის კომპენსაცია გადაახდევინა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული