დღის სუპერგოგონა: რა განძი დაკარგა მარკო ბორიელომ [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ტრადიციულ რუბრიკაში იტალიელი ფორვარდის, მარკო ბორიელოს ყოფილი გოგონა გვსურს წარმოგიდგინოთ - არგენტინელი სუპერმოდელი და ტელეწამყვანი ბელენ როდრიგესი.

მარკო და ბელენი 2004 წელს დაწყვილდნენ, როდესაც იტალიელი ფეხბურთელი "რეჯინაში" თამაშობდა, მისი რჩეული კი პოდიუმზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. მომდევნო წელს როდრიგესი საცხოვრებლად იტალიაში გადაბარგდა, ადგილობრივ ტელევიზიაშიც გამოჩნდა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

2008 წელს წყვილი დაშორდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მარკოს სპორტულ კარიერაზე ეს დადებითად აისახა - დაბრუნდა გამზრდელ "მილანში", მოირგო იტალიის ეროვნული ნაკრების ფორმა... მაგრამ წარმატება დიდხანს არ გაგრძელდა. ფეხბურთელი "მილანიდან" ჯერ "რომაში"
გადავიდა, შემდეგ "იუვენტუსში", შემდეგ "ჯენოაში"... ბოლოს ისევ "რომაში" დაბრუნდა.

რაც შეეხება ბელენს, განშორების შემდეგ ლამაზმანმა ჯერ გერმანული ჟურნალი "მაქსი" დაამშვენა, მერე "ფლეიბოის" იტალიურ გამოცემას გაუთამამდა და იმღერა ტოტო კუტუნიოსთან ერთად სან-რემოს ცნობილ ფესტივალზე... ერთ დღეს კი ფილმშიც მიიწვიეს, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

მარკოსთან განშორებული არგენტინელი ტელეწამყვანი მარტოობისგან მოწყენილი დიდხანს არ დარჩენილა - ჯერ თავის კოლეგას ხვდებოდა ერთ-ერთ ტელევიზიაში, შემდეგ კი იტალიელ მოცეკვავე შტეფანო დი მარტინოსთან იპოვა ბედნიერება, რომელთანაც დღეს ბავშვიც ჰყავს.

მარკომ იკითხოს, თორემ...

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნოდარი რატო დაკარგე განძი ნოდო რატო რატო დაკარგე ნოდარიიიიი!!!????
nodos bidza
12:11 11-01-2014
0
ქულ სტორი ბრო
:დ
12:12 11-01-2014
0

სიახლეები პოპულარული