მთავარი ის არის, რომ მიხაელის მდგომარეობა აღარ ფასდება, როგორც კრიტიკული, მაგრამ გერმანელი მაინც კომაში რჩება.
"მიხაელის ოჯახი სრულიად ენდობა ექიმების გუნდს და კმაყოფილია მათი მუშაობით. სამწუხაროდ, უნდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი სწორი ინფორმაცია მხოლოდ მათი ექიმებისგან ვრცელდება", - განაცხადა კემმა.
ამასობაში, კურორტ მერიბელის იმ ტრასაზე, სადაც შუმახერმა ტრავმა მიიღო, იპოვნეს მისი ტიბეტური სამაჯური, რომელიც დაცემისას დაიკარგა.
კიდევ ერთი გადარჩენილი ვარსკვლავი
ავტომრბოლელ მიხაელ შუმახერისა და ტრამპლინიდან მხტომელ ტომას მორგენშტერნის შემდეგ სპორტის კიდევ ერთი ვარსკვლავი აღმოჩნდა სერიოზული ტრავმის საფრთხის წინაშე.
მსოფლიო სნოუბორდის უპირველესი ვარსკვლავი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შონ უაიტი სოჭის ოლიმპიადისთვის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოდიოდა, როცა გამოსვლის დროს მტკივნეულად დაეცა ყინულზე.
უაიტმა გრძელი ნახტომის შესრულებისას დაუშვა შეცდომა და დაცემის შემდეგ რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა. შემდეგ ექიმებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
უაიტმა ტრასა დამოუკიდებლად დატოვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი გააგრძელა საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოსვლა და დაიბევა ადგილი აშშ-ის ოლიმპიურ გუნდში.
სპეციალურად სოჭში გამოსვლისთვის, შონ უაიტმა მოამზადა ულტრა-სის ილეთი, რომელსაც ეწოდება - frontside double-cork. აქამდე ყველაზე რთულ ნახტომად მიიჩნეოდა - double McTwist-ი.
უაიტი სოჭის ოლიმპიადაზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"