1. კალათბურთი: დაიწყო მე-20 ეროვნული ჩემპიონატი.
1. სუმო: ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოფიციალურად დაიბრუნა კომუსუბის ტიტული.
3. რაგბი: წინასწარ ფინალში "ლელომ" "ლოკომოტივს" 22:10 მოუგო და ფინალში გავიდა.
8. რაგბი: წინასწარ ფინალში "ლოკომოტივმა" "ვისოლი-ყოჩები" 18:14 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
13. ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-8 ადგილი დაიკავა.
14. სუმო: ფუკუოკაში დაიწყო წლის უკანასკნელი ბაშო. ქართველმა კომუსუბი ტოჩინოშინმა იოკოძუნა ჰაკუჰოსთან წააგო.
12-14. ფიგურული ციგურაობა: "სკეიტ ამერიკაზე" ელენე გედევანიშვილმა მე-7 ადგილი დაიკავა.
14. რაგბი: საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "ლოკომოტივმა" 16:11 დაამარცხა "ლელო" და ტიტული მოიპოვა.
17. ფეხბურთი: ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა
18-19. ძიუდო: გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი.
18. რაგბი: საქართველოს ვიზიტით IღB-ს შეფი ბერნარ ლაპასე ეწვია.
20. რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში 22:15 დაამარცხა კანადა.
20. ჩოგბურთი: ოქსანა კალაშნიკოვამ ოპოლეს (პოლონეთი) ტურნირის წყვილთა თანრიგი მოიგო.
25-26. თავისუფალი ჭიდაობა: გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი. ჩემპიონები გახდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60), ცოტნე ბარამიძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელიშვილი (96) და დავით მოძმანაშვილი (120).
27. რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში 19:17 დაამარცხა აშშ.
27. ოლიმპიზმი: ბელგრადში გადაწყდა, რომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს.
28. სუმო: ნოემბრის ბაშო ბოლომდე მხოლოდ ერთმა ქართველმა სუმოისტმა, თეიმურაზ ჯუღელმა დაასრულა დადებითი ბალანსით.
29. მკლავჭიდი: ფედერაციის პრეზიდენტად ერეკლე გურჩიანი აირჩიეს.
29. რაგბი: გადაწყდა, რომ 2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ტროფეის თბილისი უმასპინძლებს.
29. ფეხბურთი: ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" კონტრაქტები გოგიტა გოგუას, ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას გაუფორმა.