ევრომაიდანსა და "ბერკუტს" დაპირისპირება საფეხბურთო მოედანზე შესთავაზეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა, რომ მის ბაზაზე საფეხბურთო მატჩი ევრომაიდანის წარმომადგენლებსა და სპეცრაზმ "ბერკუტს" შორის გაიმართება.

სურკისმა მომავალ შეხვედრას, რომლის იდეა ყოფილმა დინამოელმა ევგენი ლევჩენკომ შესთავაზა, შერიგების მატჩი უწოდა.

იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ მატჩის დროს მოთამაშეებმა ერთმანეთს გაუგონ და შერიგდნენ.

ბარიკადებზე გამაგრებულმა აქტივისტებმა უკვე დაიწყეს ვარჯიში, ხოლო "ბერკუტი" მეთაურის დავალებით ქუჩაში ფეხბურთს რეგულარულად თამაშობს.

მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული