სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში - 46 გუნდი, 280 მონაწილე

AutoSharing Option
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი) ინიციატივითა და სპონსორის თანადგომით, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის (დირექტორი მანანა ბაციკაძე) სასპორტო დარბაზში გაიმართა დედაქალაქის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში (მთავარი მსაჯი - სპორტის ოსტატი სუსანა გვილავა).

საასპარეზოდ თავი მოიყარეს 46 საჯარო სკოლის გუნდებმა (თითოეულში 2-2 მოსწავლე გოგონა და ვაჟი, თითო მშობელი და მასწავლებელი), რომლებიც ორგანიზატორებმა რამდენიმე ჯგუფში განთესეს.

საკვალიფიკაციო შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში კლასიკური გიმნაზიის წარმომადგენლებმა მასპინძლებს - 84-ესკოლელებს სძლიეს - 4:3, 161-ე სკოლის გუნდმა 176-ე სკოლის ჩოგბურთელები დაამარცხა - 4:2. ფინალში კლასიკურმა
გიმნაზიამ (ნიკა გონაშვილი, არჩილ ზანგურაშვილი, მაია აგეკიანი, ელენე აგეკიანი, მამუკა ფრუიძე, ნატო ქავთარაძე, დირექტორი მაია აფხაიძე) 161-ე სკოლას აჯობა - 4:3 და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილისთვის პაექრობაში 84-ე სკოლამ 176-ე სკოლის გუნდი დაჯაბნა - 4:2.

გამარჯვებულები და პრიზიორები სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ძიუდოში ევროპის ორგზის ჩემპიონმა და ათენის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ნესტორ ხერგიანმა და სასკოლო ფედერაციის გამგეობის წევრმა, აკრობატიკაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს თასის მფლობელმა მანანა მნათობიშვილმა დააჯილდოვეს.

ნათია ფარჯიკიას ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული