სამშობლოში მესი საუკეთესო არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი არგენტინელი სპორტული ჟურნალისტების მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელსაც ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენი უნდა გამოევლინა, მეორე ადგილზე გავიდა. გამოკითხვაში არგენტინის ბალახის ჰოკეის ნაკრების წევრმა ლუის აიმარმა გაიმარჯვა.

2010 წელს აიმარი ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ მეშვიდედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ჰოკეისტად, არგენტინის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მესიმ საუკეთესო არგენტინელი ლეგიონერი სპორტსმენის პრიზი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მესი 2010 წლის "ოქროს ბურთის" სამ ნომინანტს შორისაა. ამ ჯილდოს პრეტენდენტები "ბარსელონაში" არგენტინელის პარტნიორები ხავი და ინიესტა არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული