დავით ზირაქაშვილი - 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი

AutoSharing Option
გუშინ ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება გამართა. სპორტული საზოგადოებრიობის გარდა ზეიმს საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუკეთესოები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:


2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი
დავით ზირაქაშვილი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერი, ნაკრებში 22 მატჩი, 5 ლელო.
საფრანგეთის ”ტოპ-14”-ის ჩემპიონი ”კლერმონის” შემადგენლობაში და ფინალური მატჩის მონაწილე.
პირველი ქართველი, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო.
პირველი ქართველი, რომელმაც 2010 წელს ითამაშა მსოფლიო ნაკრებში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ.
დააჯილდოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.
5000
ლარი ჯილდოდ ბაზის ბანკისგან გადაეცემა.


2010 წლის საუკეთესო მწვრთნელი
თემურ ქეცბაია
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა წაუგებელად ჩაატარა 8 მატჩი: 3 მოგება, 5 ფრე.
შესარჩევ ციკლში სამწლიანი მოუგებელი სერიის შემდეგ პირველი გამარჯვება.
ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ცენტრის მიერ დასახელდა ბოლო ათწლეულის მსოფლიოს 150 საუკეთესო მწვრთნელს შორის.
დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.


2010 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
წარმატებული თამაში ”ა” დივიზიონში და მე-2 ადგილი ქვეჯგუფში (8 მატჩი, 5 მოგება, 3 მარცხი).
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.
პირველი ნაკრები საქართველოდან გუნდურ სახეობებში, რომელიც დიდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
დააჯილდოვა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.


2010 წლის ვეტერანი სპორტსმენი
თემურ გიორგაძე
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსი.
სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვეტერანებს შორის.
დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა დავით გობეჯიშვილმა.


2010 წლის საუკეთესო მსაჯი
ედიშერ მაჩაიძე
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ერთადერთი ქართველი არბიტრი ჭიდაობის სახეობებში, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმოადგენს.
დააჯილდოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა.


2010 წლის საუკეთესო ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში
მარიამ კუბლაშვილი - წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი.
ვლადიმერ იმერლიშვილი - წარმატებული ახალგაზრდა მოქანდაკე.
გიორგი კეკელიძე - წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში.
ნინო მამაგეიშვილი - წარმატებული სტუდენტი.
დააჯილდოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ავალიანმა.


2010 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი - ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში.
2. დავით ხუციშვილი - თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში, საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული დიდებში.
დააჯილდოვა პარლამენტარმა გიორგი ასანიძემ.


2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი გოგონა
ანა ოდიშვილი - ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონი კადეტთა შორის.

2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფომ პრემიების სახით გასცა 1 900 000 დოლარი. აქედან 600 000 დოლარი გადაეცა მორაგბეთა ნაკრებს, 300 000 - კალათბურთელებს. მილიონი სპორტსმენებზე ჯილდოდ განაწილდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი მგელი, კაცი ლომი, კაცი გმირი, კაცი საქართველოს სიამაყე............!!!
ოჩამჩირსკი
14:49 24-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული