გერმანიაში დოპინგზე ციხე იქნება

AutoSharing Option
გერმანიის მთავრობამ გუშინ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც პატიმრობასა და მსხვილ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს იმ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დოპინგის მიღებასა და გავრცელებაში იქნებიან მხილებულნი. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება.

"მოხარულები ვართ, რომ ახლა მაგიდაზე დევს კონკრეტული კანონპროექტი. მთავრობა სწორი მიმართულებით მოქმედებს და ჩვენ მოვესალმებით ამას", - განაცხადა გერმანიის ოლიმპიური კონფედერაციის ხელმძღვანელმა ალფონს ჰორმანმა.

კანონპროექტს პარლამენტში განსახილველად შეიტანენ და ის შეიძლება 2015 წლის გაზაფხულზე მიიღონ. კანონის მოქმედება მხოლოდ წამყვან სპორტსმენებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო ფონდიდან იღებენ დახმარებას. მაქსიმალური სასჯელი შეიძლება იყოს 10-წლიანი
პატიმრობა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დოპინგის გამოყენებაზე გათვალისწინებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, აშშ და ჩინეთი. მაგალითად, იტალიაში აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის შეიძლება სამწლიანი პატიმრობის მიღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული