ლევან ყიფიანის მოადგილე თამაზ თევზაძე სამინისტროს ტოვებს

AutoSharing Option
29 დეკემბერს სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, თამაზ თევზაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

მან მედიას წარმოუდგინა საკუთარი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობს; იმსჯელა საქართველოში სპორტის სახელმწიფო მართვის მოდელზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ბატონმა თამაზმა ბოლოს დასძინა, რომ ქმედითი მოდელის განხორციელება დროში იწელება, რაც სპორტის განვითარებაზე დადებითად ნამდვილად არ ისახება. ისიც თქვა: მე და სპორტის მინისტრ, ბატონ ლევან ყიფიანს სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს და სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, შესაძლოა, ამ თანამდებობაზე არ ვიმუშაოო.

ჟურნალისტები ბატონ თამაზს ჩავეძიეთ, რა სახის რეორგანიზაციაზეა ლაპარაკი და
მისი მოადგილის პოსტიდან წასვლა რამდენად რეალურია.

რეალური რომ არ იყოს, მინისტრის მოადგილე, ალბათ, საჯაროდ არც გააჟღერებდა, ხოლო რა სახის რეორგანიზაცია იგეგმება, მალე შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კეთილი მგზავრობა - ან რა გააკეთა საერთოდ?????
გიო
14:45 30-12-2014
0
ასე ნაგლეჯ-ნაგლეჯი ინფორმაციის გამოქვეყნებას რა აზრი აქვს? ან დაწერეთ, რა უნდოდა მაგ კაცს, რის შესახებ ილაპარაკა, რა თქვა. ანდა, საერთოდ ნუ დაწერთ სტატიას. რა ვქნათ მკითხველებმა-ვიმკითხაოთ, რა ხედვებზეა საუბარი?
თუ ამდენს მუშაობს ეგ კაცი, რატომ არ დაწერთ და გამოაქვეყნებთ მისი გეგმების შესახებ. რომელიმე საფეხბურთო ვარსკვლავი რომ ახალ მანქანას იყიდის ან ახალ საყვარელს გაიჩენს, მაგის აღნიშვნა არ გავიწყდებათ და ქართული სპორტის განვითარების პერსპექტივებზე წერა მაგაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ალბათ...
ფრანიო
00:47 31-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული