მან მედიას წარმოუდგინა საკუთარი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობს; იმსჯელა საქართველოში სპორტის სახელმწიფო მართვის მოდელზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ბატონმა თამაზმა ბოლოს დასძინა, რომ ქმედითი მოდელის განხორციელება დროში იწელება, რაც სპორტის განვითარებაზე დადებითად ნამდვილად არ ისახება. ისიც თქვა: მე და სპორტის მინისტრ, ბატონ ლევან ყიფიანს სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს და სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, შესაძლოა, ამ თანამდებობაზე არ ვიმუშაოო.
ჟურნალისტები ბატონ თამაზს ჩავეძიეთ, რა სახის რეორგანიზაციაზეა ლაპარაკი და
რეალური რომ არ იყოს, მინისტრის მოადგილე, ალბათ, საჯაროდ არც გააჟღერებდა, ხოლო რა სახის რეორგანიზაცია იგეგმება, მალე შევიტყობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყიფო, შემდეგი შენ ხარ!!!
თუ ამდენს მუშაობს ეგ კაცი, რატომ არ დაწერთ და გამოაქვეყნებთ მისი გეგმების შესახებ. რომელიმე საფეხბურთო ვარსკვლავი რომ ახალ მანქანას იყიდის ან ახალ საყვარელს გაიჩენს, მაგის აღნიშვნა არ გავიწყდებათ და ქართული სპორტის განვითარების პერსპექტივებზე წერა მაგაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ალბათ...