Warcraft-ის ავტორი ვიდეოთამაშების ოლიმპიადის პროგრამაში შეტანას ითხოვს

AutoSharing Option
ცნობილი კომპიუტერული თამაშის, Warcraft-ის ავტორი რობ პარდო აცხადებს, რომ დროა ვიდეოთამაშებში შეჯიბრება ოლიმპიადების პროგრამაში შევიდეს.

პარდოს თქმით, ვიდეოთამაშები დღეს უკვე იმ დონეზეა, რომ შეიძლება სპორტის სახეობად ჩამოყალიბდეს.

BBC-ის ცნობით, დღეს კიბერტურნირები მრავალათასიან აუდიტორიას მთელ მსოფლიოში კრებს. მაგალითად, სამხრეთ კორეაში გამართულ ბოლო ონლაინ-ჩემპიონატის დროს ტრიბუნებზე 40 ათასამდე მაყურებელი დაფიქსირდა. აშშ-ში კიბერსპორტული დისციპლინა League of Legends-ი სულაც სპორტის ოფიციალურ სახეობად 2013 წლიდან ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული