რიო 2016-ის ლოგოტიპი პლაგიატია?

AutoSharing Option
ბრაზილიურმა მასმედიამ რიო დე ჟანეიროში გასამართი 2016 წლის ოლიმპიადის ლოგოტიპის შემქნელები პლაგიატობაში დაადანაშაულა.

რიო 2016-ის ლოგოტიპი ახალი წლის წინ წარმოადგინეს. ჟურნალისტების აზრით, მათ არსებითი მსგავსება აღმოაჩინეს, ამერიკული საქველმოქმედო ფონდის, Telluride Foundation-ის ლოგოტიპთან, რომელიც კოლორადოს შატატის ქალაქ ტელერაიდში მუშაობს.

ორივე ლოგოტიპზე ადამიანების სტილიზირებული ფიგურებია გამოსახული, რომლებიც ხელჩაკიდებულები ცეკვავენ. თუმცა ოლიმპიადის ლოგოტიპზე სამი ფიგურაა, ფონდის ლოგოტიპზე კი ოთხი და მათი სილუეტი გულს მოგვაგონებს.

დიზაინერებმა ყველა ბრალდება უარყვეს. კომპანიაში, რომელიც ლოგოტიპებს ამზადებს, ამტკიცებენ, რომ არასდროს უნახავთ Telluride Foundation-ის სიმბოლო. ფირმის ხელმძღვანელის თქმით, მანამ
სანამ თავიანთ ქმნილებას პუბლიკას წარუდგენდნენ, მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს, რათა ის უნიკალური ყოფილიყო.


მომზადებულია AP-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული