ფეხბურთის 2011 წლის სექს-სიმბოლო

AutoSharing Option
ახალი წლის ღამეს ალბათ ყოველი ადამიანი ჩაუთქვამს სურვილს. ვიღაცას ახალი ავტომობილი სურს, ვიღაცას - სახლი. კიდევ ვიღაც ალბათ დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ან კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს. აი, პარაგვაელ მოდელს, ჯესიკა სლაის კი ძალიან სურს, 2011 წელს, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს ფეხბურთის სექს-სიმბოლოდ აღიარონ.

ჯერაც ნორჩი, 22 წლის ჯესიკა, თურმე მადრიდის "რეალის" თავგადაკლული ფანია და მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაელია, ნაკრებებს შორისაც ესპანეთის ეროვნულ გუნდს გულშემატკივრობს.

როგორც ჩანს, ჯესიკა თავის სახელგანთქმულ თანამემამულეს, ლარისა რიკელმეს ბაძავს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე,
წინასწარმეტყველ რვაფეხასთან და ვუვუზელებთან ერთად, მუნდიალის ერთ-ერთ სიმბოლოდ მოგვევლინა. მას შემდეგ ამ მკერდმშვენიერ პარაგვაელ მანდილოსანს მსოფლიოს მრავალი კომპანია სარეკლამო კონტრაქტებსა და შესაბამისად, სოლიდურ ჰონორარებს სთავაზობს.

"2010 წელს ოცნება ამიხდა, - აღიარა წინასაახალწლოდ გასული წლის ფეხბურთის სექს-სიმბოლომ - მე ძალიან ბევრს ვშრომობდი, რათა პოპულარული გავმხდარიყავი. ახლა მე მთელ მსოფლიოში მიცნობენ. ეს წელი ჩემთვის ერთი დიდი ორგაზმი იყო."

ასეა თუ ისე, ლარისა რიკელმეს წარმატებამდე ჯესიკა სლაის მეტი თუ არა, არანაკლები გარჯა და თავდადება დასჭირდება - 2011 წელს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატი არ იმართება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული