ანდრეი შევჩენკო აბრამოვიჩის იახტაზე ირუჯება

AutoSharing Option
ფოტო
ამ დღეებში ვინ არ სტუმრობდა რომან აბრამოვიჩის იახტას: ჰოლივუდის ვარსკლავები, ცნობილი ბიზნესმენები, მოდელები და პროდიუსერები - ერთი სიტყვით, მთელი ბომონდი, ვინც კი საახალწლო არდადეგების კარიბის ზღვის კუნძულ სენტ-ბარტსზე გატარება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, ადგილი ვეებერთელა იახტა "ეკლიპსზე", რომელიც მცურავი სასახლეა, ოლიგარქის ყველა სტუმრისთვის საკმარისად იყო.

აბრამოვიჩის იახტაზე, სხვებთან ერთად, პაპარაცებმა უკრაინის ნაკრების კაპიტნის, ანდრეი შევჩენკოს დაფიქსირებაც შეძლეს.

კიევის "დინამოს" ფორვარდი ხომალდის ბაქანზე მეუღლესთან - ამერიკელ მოდელთან, კრისტენ პაზიკთან ერთად ირუჯებოდა და ფოტოგრაფებმაც შანსი ხელიდან არ გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ კრისტენმა ანდრეის ორი
ბავშვი გაუჩინა, ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მოდელი კვლავაც ბრწყინვალე ფორმაშია და მისი ფოტოები ნებისმიერი ჟურნალის გარეკანს დაამშვენებს.

რაც მთავარია, ფეხბურთელმა და მოდელმა ერთობლივი დროსტარებით მათი გაყრის შესახებ გავრცელებული ხმები გააქარწყლეს. ყოველ შემთხვევაში, ოლიგარქის იახტაზე მონებივრე წყვილი აშკარად ბედნიერი ჩანდა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული