რუსი ჰოკეისტები სიმთვრალის გამო თვითმფრინავში არ აუშვეს

AutoSharing Option
რუსეთის ჰოკეისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც ახლახან მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა, ბუფალოდან ავიაკომპანია Delta-ს რეისით გამოფრენა ვერ შეძლო. ამის მიზეზი არა უამინდობა, თვითმფრინავის გაუმართაობა ან სხვა რაიმე ტექნიკური პრობლემა, არამედ რუს ჰოკეისტთა სიმთვრალე გახდა. თურმე რამდენიმე ახალგაზრდა ჩემპიონი იმდენად იყო ალკოჰოლისგან გათანგული, რომ მათი თვითმფრინავში აყვანა უბრალოდ შეუძლებელი და თან, ადგილობრივი კანონმდებლობით დაუშვებელი ყოფილა.

რა გაეწყობოდა - რუსთა ნაქეიფარ გუნდს აეროპორტიდან სასტუმროში გადაბარგება მოუხდა. ნაკრების წარმომადგენლებმა ბილეთები შემდეგი რეისისთვის იმ იმედით შეუკვეთეს, რომ ახალგაზრდა ჰოკეისტები ნაბახუსევზე გამოსვლას ისევ ალკოჰოლით არ შეეცდებიან.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რუსეთის ნაკრებმა ფინალში კანადელთა გუნდის ძლევით მოიპოვა.


მომზადებულია wgrz.com-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული