საფრანგეთში ოქრო-ბრილიანტებით მორთული თხილამურები იყიდება

AutoSharing Option
საფრანგეთში სათხილამურო სპორტის მოყვარულებს უჩვეულო საახალწლო სიურპრიზი მოუწყვეს. სპორტული ინვენტარის ცნობილი მწარმოებლის, Lacroix-ის დიზაინერებმა ბრილიანტებიანი თხილამურები შექმნეს.

ეს მდიდრული თხილამურები მოოქროვილია და ნამდვილი ბრილიანტებითაა მორთული.

შესაბამისად, ფასიც ისეთი აქვს, თხილამურებით სრიალის ყველა მოტრფიალეს ხელი რომ არ მიუწვდება - 50 ათასი დოლარი.

თხილამურების პირველი წყვილი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა უკვე შეიძინა, რომელსაც ბონუსის სახით, თხილამურის დაზიანების შემთხვევაში უფასო საგარანტიო მომსახურება და ფრანგულ კურორტ კურშეველში სეზონური აბონემენტი ხვდა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული