რესლინგის მებრძოლი რინგზე დარტყმის შემდეგ გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მექსიკის ქალაქ ტიხუანაში გამართულ რესლინგ-შოუში პედრო აგუაიო რამირესმა მოწინააღმდეგის, რეი მისტერიო-უმცროსის დარტყმის შედეგად გონება დაკარგა და უგონოდ დაეცა.

ამის მიუხედავად, მსაჯმა ორთაბრძოლა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეაჩერა. როგორც ადგილზე მისული ექიმები იუწყებიან, გარდაცვალების მიზეზი კისრის მალის ჩამტვრევაა.

რამირესი 35 წლის იყო. ის 15 წლის განმავლობაში გამოდიოდა რინგზე. "ლუჩა ლიბრე", ანუ თავისუფალი ბრძოლა ჭიდაობის მექსიკური ნაირსახეობაა. მასში გამოიყენება დიდი ოდენობით აკრობატული ილეთები. "ლუჩა ლიბრეში" მოღვაწე მებრძოლებს "ლუჩადორებს" უწოდებენ.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ლუჩადორი" გახლავთ რეი მისტერიო, რომლის დარტყმამაც  რამირესი იმსხვერპლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული