SOS! - შეაჩერეთ ტრაგედიები ბავშვთა სათამაშო მოედნებზე

AutoSharing Option
შემზარავი ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმა - წალენჯიხაში, მაზანდარას დასახლების სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს 16 წლის მოზარდი უეცრად გარდაიცვალა. საავადმყოფოში კი გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, როცა სპორტულ მოედანზე იღუპება მოზარდი და უბედურების მიზეზი ყოველთვის როდია არაკონტროლირებული, არადოზირებული ფიზიკური დატვირთვა. ზოგჯერ ბავშვების სიცოცხლე მათთვის ზარ-ზეიმით გახსნილ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე უკონტროლობას ეწირება.

2007 წელს თბილისში, მაგნიტოგორსკის ქუჩაზე მოედნის საზეიმოდ გახსნის შემდეგ, ფეხბურთის თამაში უმალვე დაიწყეს ბავშვებმა და 14 წლის მოზარდის სიცოცხლე წაქცეულმა ძელმა იმსხვერპლა.

იმავე
წელს ნუცუბიძის პლატოზე, 170-ე სკოლის უკან მშენებარე მოედანზე რკინის კონსტრუქციის ჩამოშლა გახდა მეექვსეკლასელი ბიჭის ადგილზე დაღუპვის მიზეზი.

2009 წელს დიღომში 9 წლის ბიჭი დაეკიდა ფეხბურთის კარის ძელს. კარი გადაბრუნდა, ბავშვი ქვეშ მოიყოლა - ეს შემთხვევაც თავის ქალის ტრავმით და სიკვდილით დასრულდა.

2011 წელს საგარეჯოში ფეხბურთის კარის ძელი 10 წლის ბავშვს დაეცა, რომელიც კომაში ჩავარდა და სასუნთქ აპარატზე შეაერთეს.

არის სხვა ფაქტებიც.

რაშია საქმე? ერთი მხრივ, ბავშვებზე ზრუნვის პიარით, დიდი ამბით გაიხსნებოდა ხოლმე ბავშვთა სათამაშო მოედნები, მეორე მხრივ - არავითარი ყურადღება ამ მოედნებს და იქ მოთამაშე ბავშვების უსაფრთხოებას.

დიდი ხანია უკვე არავინ არაფრად დაგიდევს თუნდაც სკოლებში მოსწავლეთა ჯანმრთელობის შემოწმებას და რეკომენდაციებს. ადრე იქ წელიწადში ორჯერ ტარდებოდა ასეთი სამედიცინო გამოკვლევა-შემოწმება. მშობლებს აფრთხილებდნენ, თუ საეჭვო იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა (წალენჯიხაში დაღუპულ მოზარდს 3-4 წლის ასაკში გულის უკმარისობის პრობლემები ჰქონია). გაუქმდა საცხოვრებელ ადგილებში პედაგოგ-ორგანიზატორის შტატიც, არადა, ძალიან აუცილებელი იყო.

წალენჯიხაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულა.

ვითომ გაირკვევა დამნაშავე? ალბათ, ეს ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით, თორემ, გამოძიება ხელს კონკრეტულად ვერავის დაადებს, ეჭვიც არ არის, რომ თავს ყველა გაიმართლებს. არადა, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?..

შეაჩერეთ ტრაგედიები ბავშვთა სათამაშო მოედნებზე, დავფიქრდეთ!

მთავარი რედაქტორის სვეტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მე მგონი მიფუჩეჩებული შენ უფრო ხარ. მოედანი რა შუაშია, ბავშვმა ბურთს ფეხი დაარტყა თუ არა გალურჯდა და გარდაიცვალა. რა თქმა უნდა კარები არ უნდა ვარდებოდეს და თავში არ უნდა გეცემოდეს. ამ სტატიის ავტორმა სპორტული მოედნები მკვლელ მოედნებად გამოაცხადა და ისე გამოიყვანა რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი მოედნებია. არასწორად დასმული აქცენტებია, თორემ თითეული ბავშვის სიცოცხლე რომ უმთავრესი საზრუნავია და ყოველი ბავშვის სიკდილი რომ უდიდესი ტრაგედიაა ამაზე არავინ არ დაობს.
avoeee
11:06 02-04-2015
0
კი არ უბერავს მართალია, დაუფიქრებელი წამოძახილების ნაცვლათ რამე აზრიანი დაწერეთხოლმე, გასართობათ ხომ არ კითხულობთ ამ სტატიებს. ამ მოედნებზე და არა მარტო მოედნებზე ვიზუალური მხარეა მხოლოდ დამაკმაყოფილებელი, დანარჩენი ყველაფერი უხარისხო და მიფუჩეჩებულია, უცხოა ეს თქვენთვის?
sara
06:10 02-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული