ეროვნული სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადება

AutoSharing Option
ფოტოზე: იხილეთ განცხადების ტექსტი

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები შეშფოთებას გამოხატავენ სპორტულ სამყაროში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გამო და 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" შეკრებას გეგმავენ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი.

ფედერაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამინისტროსა და კომიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრებებს გაეცნობიან და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებენ.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეგნებულად ვწერ ნამდვილი გვარ–სახელით (ფედერაციებმა ისედაც კარგად იცით, რომ სიმართლეს არასოდეს ვმალავ): უთავმოყვარეო იქნება ყველა ის ფედერაცია, რომელიც ამ შეხვედრაზე მივა. არა იმიტომ, რომ თქვენი პოზიცია არ უნდა გაგაჩნდეთ, არამედ იმიტომ, რომ ამით სხვის დაკრულზე ცეკვავთ.
ირაკლი თავაძე
23:44 02-04-2015
0
სჯობს ყველამ საქმეს მიხედოთ!
koko
10:50 02-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული