სპორტული ოსკარის პრეტენდენტები დაასახელეს

AutoSharing Option
დასახელდნენ პრესტიჟული პრემიის, Laureus World Sports Awards-ის პრეტენდენტები, რომელსაც ასევე "სპორტულ ოსკარსაც" უწოდებენ. ეს 11 იანვარს გაერთიანებული არაბეთის ემირატების დედაქალაქ აბუდაბიში მოხდა, სადაც 7 თებერვალს გამარჯვებულებსაც გამოავლენენ. საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცისა და ქალის წოდებაზე ექვს-ექვსი პრეტენდენტია დასახელებული.

კაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენობის კანდიდატები ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ფორმულა-1-ის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ფილიპინელი მოკრივე მენნი პაკიაო, ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი და "ბარსელონას" ფეხბურთელები ესპანელი ანდრეს ინიესტა და არგენტინელი ლიონელ მესი არიან.

საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდებაზე პრეტენდენტები კი ჩოგბურთელები სერენა უილიამსი (აშშ), კიმ კლაისტერსი
(ბელგია) და კაროლინა ვოზნიაცკი (დანია), ამერიკელი სამთომოთხილამურე ლინდსი ვონი და მსუბუქი ათლეტიზმის წარმომადგენლები ჯესიკა ენისი (დიდიბრიტანეთი) და ბლანკა ვლასიჩი (ხორვატია) არიან.

პრემია Laureus World Sports Awards 2000 წლიდან გაიცემა. 2010 წელს მისი მფლობელები იამაიკელი მსუბუქი ათლეტი უსეინ ბოლტი და სერენა უილიამსი გახდნენ. ისინი 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენებად აღიარეს.


მომზადებულია laureus.com-ის მიხედვით








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული