ეჟი ბუზეკი ბელორუსის დასჯას ითხოვს

AutoSharing Option
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა ბელორუსის გარიცხვის წინადადება დააყენა ისეთი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებებიდან, როგორიც ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატია. ბუზეკმა მსგავსი რეაგირება ბელორუსის ხელისუფლების მიერ 2010 წლის დეკემბერში ოპოზიციის მიტინგის დაშლის გამო მოითხოვა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ბუზეკმა განაცხადა, რომ ბელორუსის მთავრობას "დემოკრატიული ლეგიტიმურობა" არ გააჩნია და ევროკავშირი აუცილებლად გადახედავს პოლიტიკას ბელორუსთან დაკავშირებით.

ბელორუსული ოპოზიციის წარმომადგენლებს ბუზეკმა საპრეზიდენტო არჩევნებში "ჭეშმარიტი გამარჯვებულები" უწოდა, რომლის გამართვის დღესაც მინსკში ჩატარებული აქცია დაპატიმრებებით დასრულდა. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ყველა დაკავებული ოპოზიციონერის გათავისუფლება და მათთვის ბრალდებების მოხსნა
მოითხოვა.


მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული