სტალკერი თუ ზელანდიელი ჟურნალისტი?

AutoSharing Option
სტალკერი რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას შეშინებას განაგრძობს. ბოლოს ის ორშაბათს, მელბურნში შარაპოვას მიერ პირველ წრეში ტაილანდელი ტამარინ ტანასუგარნის დამარცხების შემდეგ გამოჩნდა.

ჯეიმზ მაკონი ახალზელანდიელი ჟურნალისტია და შესაძლოა ავსტრალიის მთავრობამ მუშაობაში პრობლემები შეუქმნას, მას შემდეგ, რაც თამაშისშემდგომ პრესკონფერენციაზე მუყაოს ქაღალდზე წარწერით: "მე სტალკერი არა ვარ" გამოჩნდა.

"არ ვიცი, რატომ ხართ დღეს აქ, - თქვა შარაპოვამ. ეს ასე არ უნდა იყოს. ტრანსპარანტიც კი გაქვთ. ო, ღმერთო , ეს არასწორია".

ჯეიმზ მაკონი, რომელიც სპორტული შოუს, A Crowd Goes Wild-ის წამყვანია, შარაპოვას პრესკონფერენციებზე პირველად
მიმდინარე თვის დასაწყისში ახალზელანდიაში გამართული ASB Classic-ის ტურნირის მიმდინარეობისას გამოჩნდა და უცნაური კითხვების დასმა დაუწყო. მაგალითად, ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდა პერსონალური საყიდლებზე მოსიარულე, რადგან მას უმწიკვლო გემოვნება აქვს.

შაბათს მელბურნში კი ჰკითხა, ხომ არ ეწვეოდა კლუბს სახელწოდებით "აღგზნებული რუსები" თანამემამულე ანა კურნიკოვასთან ერთად.

შარაპოვამ ის კითხვაზე იცნო და თქვა:'' ზელანდიელი ყმაწვილი ხარ? ო, ღმერთო ჩემო, თქვენ გადამეკიდეთ"

"არასდროს გეჩვენებათ, რომ გადაგეკიდნენ, თუკი გიყვართ", - ხუმრობით უპასუხა მაკონიმ, რაზეც შარაპოვამ უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არა აქვს.



მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული