ნანი, შვაინშტაიგერი, რიჩარდსონი, გარნეტი... ასეთ სახელებს ჯაბა კანკავამ და ზაზა ფაჩულიამ თავის მიბჯენით აგრძნობინეს, რომ მოედანზე ისინი სულაც არ იყვნენ ბატონ-პატრონნი.
- ქართველი ვარ და უკან დახევა ჩემს ხასიათში არ ზის, - ასეთი რამ თქვა ზაზა ფაჩულიამ კევინ გარნეტთან გახმაურებული ჩხუბის შემდეგ.
ჯაბა კანკავამ ჯერ 29 მარტს შეუბღვირა გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს, ახლა კი იგივე "დნიპრო"-"ფენერბაჰჩეს" შეხვედრაში გაიმეორა -
ასეთი ეპიზოდები კი ფოტორეპორტიორთა გემრიელი ლუკმაა:
ენამოსწრებული ჟურნალისტების საყვარელ თემებს კი რა დალევს. ერთი კოლეგა ბათუმის "დინამოს" მომთაბარე ცხოვრებას ასე გამოეხმაურა:
"ბათუმის "დინამო" უმაღლესი ლიგის მატჩებს ქობულეთში ატარებდა, ევროპალიგაზე ზესტაფონში ითამაშა, შემდეგ ეტაპზე რომ გასულიყო, თბილისში მოუწევდა საშინაო მატჩის ჩატარება... ნეტავ ბაზელშიც ეთამაშა ფინალი მასპინძლის სტატუსით".
ეჰ, მომთაბარეობა რომ საქმეს შველოდეს, უდაბნოში აქლემებით მოხეტიალე ტომებს ჩემპიონთა თასიც რამდენიმეჯერ უნდა ჰქონდეთ აღებული.
მეორე ჟურნალისტმა კრიშტიანო რონალდოს ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: ეს ისევ ქერტლს გაურბის?
მესამე კოლეგამ გერმანიის ნაკრების მეკარის, მანუელ ნოიერის სურათს ასეთი კომენტარი დაურთო:
"ნოიერი უჩვეულო ამპლუაში - კარის ხაზზე".
ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის ციხესიმაგრის ფოტო კი მე აღმოვაჩინე. ზღვის ხედიც კარგია, მაგრამ დააკვირდით საკალათბურთო მოედანს. იქ პროფესიონალთა თამაში შეუძლებელია, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის მოწყობილი - სავარჯიშო მოედანია.
ხორვატები ერთ გოჯ მიწასაც რომ არ აცდენენ, ქვეყანა საფეხბურთო თუ საკალათბურთო მოედნებით რომ აქვთ სავსე, იმიტომაც ჰყავთ მაღალი დონის ნაკრებები.
სტატიის თავში, მთავარი ფოტო კი ინდონეზიაში უნდა იყოს გადაღებული, ოღონდ სპორტს სახელი ჩვენ უნდა შევურჩიოთ. კალათბურთი არ არის, არც წყალბურთია, რაბურთია?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"