"მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო დიდ პროფესიონალს, თინა კანდელაკს მისი ცხოვრების ამ ახალ გამოწვევაში - რუსეთის სპორტული არხის, "მატჩ ტივის" დიდ პროექტში. წარმატებები, თინა", - წერს რობერტო კარლოსი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე".
22 ივლისს გახდა ცნობილი, რომ კანდელაკი არხ "მატჩ ტივი"-ს ბაზაზე შექმნილი სპორტული რედაქციის გენერალური პროდიუსერის და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.