დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

AutoSharing Option
კომენტატორი დავით მინაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, "პირველ არხზე" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამ რეორგანიზაციის შედეგად, არხზე უკვე შეიცვალა სპორტული განყოფილება, რომელსაც პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.

ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თავისი გუნდით უკვე მივიდა და მის გუნდში შედიან - გიგა გვენცაძე, დათო ბანანაშვილი და ლევან ღუდუშაური.

ახალი გუნდის მიერ კომენტირებული მატჩები პირველი არხის ეთერში 18 აგვისტოს უკვე მოისმინა მაყურებელმა.

რაც შეეხება დავით მინაშვილს, მისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ბოლო ეთერი უეფას სუპერთასზე იყო. 12 აგვისტოს
მინაშვილმა ერთი თვით შვებულება აიღო.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მინაშვილს სხვა განყოფილებაში გადასვლას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან მეორე კომენტატორი - სანდრო ცნობილაძეც დაითხოვა.

ასევე იხილეთ:
სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს
მკითხველის კომენტარები / 16 /
კარგად იწყებთ მომწონს.
555
19 აგვისტო 2015 13:36
0
პიროვნულად მინაშვილთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როგორც კომენტატორი ძალიან სუსტია.
irakli
19 აგვისტო 2015 13:04
0
საღოლ!!!!!! ძაან მაგარია, მაგ კაცის გამო ფეხბურთს ვეღარ უყურებდა ადამიანი!!!
football fan
19 აგვისტო 2015 12:51
0
პროფესიონალს თუ ჩაანაცვლებ არაპროფესიონალით კარგად შეიცვლება უკეთესობისაკენ
vaxvax
19 აგვისტო 2015 12:38
0
???
zura1504
19 აგვისტო 2015 12:31
0
არ მჯერა! :) მგონი რაღაცეეები იცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ ....
თბილისი
19 აგვისტო 2015 12:17
0

სიახლეები პოპულარული