დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით

AutoSharing Option
კომენტატორი დავით მინაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს.


უკავშირდება თუ არა ეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული რედაქციის ახალი ხელმძღვანელის მისვლას, ამაზე კომენტარი დავით მინაშვილს ვთხოვეთ:

- მე "პირველი არხიდან" არ წამოვსულვარ და ამჟამად ისევ ამ არხის თანამშრომელი ვარ.

- ანუ ინფორმაცია, რომ თქვენ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანთ, არაა სიმართლე?
- მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით.

- "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული რედაქციის ახალი ხელმძღვანელის, გიორგი ზურაბიშვილის დანიშვნაზე რა კომენტ
არს გააკეთებდით?

- მე მას არ ვიცნობ და არც რაიმე სახის საუბარი მქონია მასთან. როგორც უკვე გითხარით, ვარ შვებულებაში და მასთან არანაირი კონტაქტი ჯერჯერობით არ მქონია.

- ის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელია, რომლის თანამშრომელიც ხართ თქვენ და საუბარი არ გქონიათ ერთმანეთთან?
- მე ვიყავი შვებულებაში, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი გახდა გიორგი ზურაბიშვილი და ამიტომ ჯერ ჩვენ არ შევხვედრივართ ერთმანეთს.

ჩვენ შორის შედგება თუ არა საუბარი, გეტყვით 15 სექტემბრის მერე, როცა გავალ სამსახურში. ამჟამად მე ჩვეულებრივ ისევ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელი ვარ.

ლადო გოგოლაძე სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული