საქართველო-რუსეთი - ბრძოლა წესების გარეშე

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეს არაერთი საინტერესო პაექრობისთვის უმასპინძლია, მათ შორის ორთაბრძოლებისთვის წესების გარეშე. დღეს გულშემატკივრები კიდევ ერთ ამგვარ შეჯიბრებას იხილავენ: PROFC-ის ორგანიზებით ჩვენს დედაქალაქში საერთაშორისო თანამეგობრობის თასის გათამაშების მე-12 ეტაპი გაიმართება.

ხუთ-ხუთკაციანი ოთხი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ნახევარფინალში მასპინძელთა "ჯეო ფატი" ნალჩიკის "ელბრუსს" შეხვდება, ფინალის მეორე საგზურისთვი კი აზერბაიჯანის "ნეფტჩი" და პოლონეთის თეამ MMA Rocks-ი გაარკვევენ ურთიერთობას.

გუშინ საბოლოოდ დაზუსტდა ქართველთა გუნდისა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების შემადგენლობა. რინგზე საკუთარი გუნდის წარმატებისთვის იბრძოლებენ:

70 კგ. ოლეგ ბოგოვი (რუსეთი)-დიმიტრი რობაქიძე (საქართველო)
76 კგ. ალბერტ
ტუმენოვი (რუსეთი)-გოჩა სმოიანი (საქართველო)
84 კგ. რატმირ კარაცუკოვი (რუსეთი)-ლუხუმ ხილელიძე (საქართველო).
93 კგ. აზრეტ შუგუშევი (რუსეთი)-დიმიტრი ჭუმბურიძე (საქართველო).
+93 კგ. იბრაგიმ იბრაგიმოვი (რუსეთი)-ლადო ჩოჩიშვილი (საქართველო).





.
მკითხველის კომენტარები / 4 /
და როდის გაიმართება ის არ უნდა დაწერონ?
grandiosa
08:20 23-01-2011
0
და როდის გაიმართება ის არ უნდა დაწერონ?
grandiosa
08:21 23-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული