ლაშა გოდუაძე: წინ წავალთ ერთსულოვნებით

AutoSharing Option
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელმაც ამ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს, 15 სექტემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გუშინ, 8 სექტემბერს, "ლელოს" რედაქციაში გვეწვია და თეზისებით კოლეგებთან იმ ძირითად საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა, რომლებსაც ყრილობას ვრცლად გააცნობს.

ლაშა გოდუაძე რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ორგანიზაციის წესდებაში, რაც უფრო მობილურს გახდის და გაააქტიურებს ასოციაციის საქმიანობას. პრეზიდენტობის კანდიდატს გამოკვეთილი აქვს ძირითადი მიმართულებები: სპორტულ ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, კოლეგების უფლებების დაცვა და სოციალური მხარდაჭერა, ვეტერანების ჯეროვანი დაფასება, სპორტულ
ჟურნალისტთა აქტიურობები, ასოციაციის აღმასკომის ფუნქციის ამაღლება, კონკრეტული პროექტებით საქმიანი ურთიერთობები სპორტულ ორგანიზაციებთან, ასოციაციის საიტისა და ვებგვერდის, პრესკლუბის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მუზეუმის შექმნა, წლის რჩეულ სპორტსმენთა, მწვრთნელთა და გუნდების გამოსავლენად ყოველწლიური ტრადიციული სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციული დონის ამაღლება, რჩეულთა დაჯილდოების შინაარსის დახვეწა და ა.შ.

"ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებულ-გაანალიზებული და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში თანამოაზრეებით დაკომპლექტებულ შტაბთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ წინასაარჩევნო პროგრამის სარეალიზაციოდ, წინ წავალთ ერთსულოვნებით", - ამბობს ლაშა გოდუაძე.

თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული