ტალახაძემ ამ გამოკითხვაში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, რაც უნიკალური მაჩვენებელია - ეს რეფერენდუმი 1964 წლიდან ტარდება და აქამდე ანალოგიური მაჩვენებელი არავის ჰქონია.
ტალახაძეს გამოკითხვაში მონაწილე 73 სპორტული ჟურნალისტიდან პირველი ადგილი 54-მა მიანიჭა, 13-მა მეორე
ასევე დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთა ჩამონათვალსაც ქვემოთ გაეცნობით.
ტრადიციულად, ჩვენს კოლეგებს გადაეცათ სახელობითი პრემიები. ასეთი სულ 6 იყო. სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მიხეილ კაკაბაძის პრემია გადაეცა "ლელოს" მიმომხილველ გია ტუხაშვილს. ასეთივე პრემია მიიღო ჟურნალ "ათიანის" რედაქტორმა გია გორგოძემ.
გურამ თიკანაძის პრემიის ლაურეატი გახდა ფოტოგრაფი ალექსანდრე კოტორაშვილი.
წიგნისთვის, "ქართული ფეხბურთის ქრონიკები" ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია ერგო ალექსანდრე ქურდობაძეს.
კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა ტელეკომპანია "სილქ-სპორტი", ხოლო ნუგზარ ჯუღელი ეროსი მანჯგააძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
საუკეთესო სპორტსმენი
1. ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა (54 - I ადგილი) - 336 ქულა
2. ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩოგბურთი (16) - 187
3. გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა (1) - 145
4. გურამ თუშიშვილი, ძიუდო (14) - 142
5. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), სუმო (12) - 108
6. გიორგი ჩაკვეტაძე, ფეხბურთი (-) - 41
7. ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსნობა (-) - 38
8. ზაზა ფაჩულია, კალათბურთი (1) - 32
9. თონიკე შენგელია, კალათბურთი (-) - 27
10. რობერტ კობლიაშვილი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (-) - 4
საუკეთესო სპორტსმენი ქალი
1. ნინო ოძელაშვილი, სამბო (40) - 168
2. ანასტასია გოტფრიდი, ძალოსნობა (19) - 102
3. ელენე ქებაძე, სამბო (-) - 59
საუკეთესო გუნდი
1. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები (33) - 139
2. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები (18) - 80
3. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები (7) - 45
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
1. გიორგი ჩაკვეტაძე, ფეხბურთი (38) - 140
2. რევაზ დავითაძე, ძალოსნობა (17) - 72
3. გოგა ბითაძე, კალათბურთი (3) - 69
საუკეთესო მწვრთნელი
1. გიორგი ასანიძე, ძალოსნობა (46) - 162
2. ვლადიმერ ვაისი, ფეხბურთი (13) - 111
3. ილიას ზუროსი, კალათბურთი (4) - 35
ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო