სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ასოციაციის დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თავად გორგოძე არ დასწრებია.

სხდომას წერილით მიმართა გორგოძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

"ასოციაციის წარმატებული საქმიანობა არა მარტო თქვენ მიერ არჩეული ლიდერის, არამედ ჩვენი პროფესიული გაერთიანების წევრების მუშაობისთვის მზაობას და თანადგომას ემყარება. სამწუხაროდ, საპირისპირო მაგალითებიც გვაქვს, როცა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მიერ ანგარიჟებულ მედიამომსახურებათა მეშვეობით, მედიაში ადგილი ჰქონდა ფაქტების მანიპულაციებს, ტელეეთერის დაბლოკვას, "შავ პიარს" და ეს ყველაფერი ჩვენში უცნაურად ინტერპრეტირებული
"თმენის ვალდებულების" გამო, ფაქტობრივად, პასუხგაუცემელი რჩებოდა.

მინდა დავუბრუნდე აქტიურ და არტახებისგან თავისუფალ ჟურნალისტურ საქმიანობას, სადაც არჩევით პოსტზე ყოფნის გამო არ ვიქნები შეზღუდული გამოხატვის თავისუფლებაში. თქვენდამი მომართვის შემდეგ ვიხსნი პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ვრჩები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აქტიურ წევრად და ქომაგად", - აცხადებს გორგოძე.

აღსანიშნავია, რომ მის გადადგომას სპორტული ჟურნალისტებიც მოითხოვდნენ. ჟურნალისტები გორგოძეს მათ მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

ასოციაციის არჩევნები, აღმასკომის გადაწყვეტილებით, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული