ნომინანტებში მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2015 წელს, ასევე - სპორტის სათამაშო სახეობებიდან პოპულარობის ინდექსით.
ხმის მიცემა შეგიძლიათ Sportall.ge-ზე მიმდინარე გამოკითხვაში (იხილეთ გამოკითხვის გვერდი). გაითვალისწინეთ, რომ ერთი IP-დან ერთზე მეტი ხმის დაფიქსირების შემთხვევაში ხმები განულდება.
ასევე - გაზეთ "ლელოს" მეშვეობით. თქვენი რჩეული სპორტსმენი მონიშნეთ გაზეთში შემოთავაზებულ ანკეტაში და გამოაგზავნეთ რედაქციაში ან ჩაუშვით "კვირის პალიტრის" ყუთებში.
გამოკითხვაში მონაწილეობა ასევე შესაძლებელია დარეკვით ნომერზე 2
გამოკითხვა დაიწყო 22 დეკემბერს, 09:00 სთ-იდან და დასრულდება 30 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე. შედეგები გამოცხადდება 31 დეკემბრის წლის შემაჯამებელ "ლელოში", როგორც გაზეთის, ასევე მკითხველის ვერსიით.
კანდიდატების სია შემოთავაზებულია ანბანის მიხედვით.
ლაშა გობაძე (ბ/რ ჭიდაობა) - III ადგ. მსოფლიო
მამუკა გორგოძე (რაგბი)
ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) - ევროპის ჩემპიონი
ვალერი ლიპარტელიანი (ძიუდო) - III ადგ. მსოფლიო
ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო) - III ადგ. მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი (ბაქო)
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - II ადგ. მსოფლიო
სალომე ფაჟავა (მხ. ტანვარჯიში) - III ადგ. ევროპის თამაშებზე
ზაზა ფაჩულია (კალათბურთი)
პაატა ღვინიაშვილი (ქართული ჭიდაობა) - საქართველოს ფალავანი
ვაკო ყაზაიშვილი (ფეხბურთი)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - ევროპის ჩემპიონი (ბაქო)
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ. ჭიდაობა) - მსოფლიოს ჩემპიონი
შეგახსენებთ "ლელოს" წლის სპორტსმენებს:
2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), "ლელოს" ვერსიით
გოგიტა არქანია (კარატე) - მკითხველის ვერსიით
2013 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით
2012 - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით
2011 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით.